II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქართული მეცნიერული ფარმაცია: წარსული და აწმყო“

II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქართული მეცნიერული ფარმაცია: წარსული და აწმყო“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 24-25 აპრილს უმასპინძლებს II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას - „ქართული მეცნიერული ფარმაცია: წარსული და აწმყო“ (ISPC 2026),  რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ეთერ ქემერტრელიძის 100 წლის იუბილეს.

ISPC 2026-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მულტიდისციპლინური ჯგუფის შეკრება, რათა გაუზიარონ ერთმანეთს და განიხილონ თანამედროვე ფარმაცევტული მეცნიერების  უახლესი მიღწევები. 

კონფერენცია განკუთვნილია:

  • ფარმაციის სპეციალისტებისთვის;
  • სამკურნალო და სინთეზური ქიმიის ექსპერტებისთვის;
  • ანალიტიკოსებისთვის;
  • ფარმაკოლოგებისთვის;
  • ასევე წამლების კვლევასა და შემუშავებაში მომუშავე მეცნიერებისთვის.

ISPC 2026-ის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს პლენარულ ლექციებს, ზეპირ და პოსტერულ პრეზენტაციებს.

სარეგისტრაციო ლინკი იხილეთ აქ

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, II საკონფერენციო დარბაზი.