საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე–9 ნაკადს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებია:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი;
- კურსდამთავრებული (არაუმეტეს 2 წლისა);
- GPI არანაკლებ ,,B’’(81-90%).
სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 5 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს;
მისამართი: თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N101;
საკონტაქტო ნომერი : 032 2 54 24 00
რეგისტრაციისას თან იქონიეთ GPA რეიტინგის დამადასტურებელი ცნობა.