იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2021 წლის 1 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვადიმ კაპულერი ჩამოდის, რომელიც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში სტუდენტების, რეზიდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ლექციებს წაიკითხავს, საჩვენებელ ოპერაციებს ჩაატარებს და კონსულტაციებს გამართავს. 

ლექციები გაიმართება 2021 წლის 1 დეკემბერს 12:00 საათზე თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.

სალექციო თემატიკა:

„ფანჯარის  ტრანსფორმაცია კარად - ტრანსუმბილიალური ქირურგია“’

„საზარდულის თიაქრის ქირურგია: ღია თუ ლაპაროსკოპია?“;

„ჰირშპრუნგის დაავადება: დიაგნოსტიკური ალგორითმი და ქირურგიული მეთოდი“’;

„ბავშვთა ქირურგის მუშაობის თავისებურებები ისრაელის მაგალითზე - ქირურგიული სტაციონარის ერთი დღის მუშაობის ორგანიზება და  მიმღებ განყოფილებაში ტრავმის გადაუდებელი მკურნალობა“.