პრეზენტაცია „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”

პრეზენტაცია „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”

2019 წლის 25 ოქტომბერს  11:00  საათზე   თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია გამართავენ პრეზენტაციას თემაზე  „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”.

პრეზენტაციაზე ისაუბრებენ    ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციაში   „EURAXESS”    საქართველოს გაწევრიანების   მნიშვნელობასა და მიზნებზე  - ფართო შესაძლებლობებსა და ახალ  სერვისებზე   მეცნიერებისთვის.  

საქართველო გახდა EURAXESS-ის   41-ე წევრი, რაც ნიშნავს წვდომას 15.000-ზე მეტ ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთან,  25.000-ზე მეტ მკვლევართან მსოფლიოს მასშტაბით.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული,  „საბჭოების დარბაზი“.