საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

SCOPE (Standing Committee on Professional Exchanges)-ის ლოკალური კომიტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს ერთთვიან გაცვლით პროგრამებს თურქეთში, გერმანიაში, ეგვიპტეში, უნგრეთში, უკრანაისა და სერბეთში.

გაცვლითი პროგრამები არის ბილატერალური, რაც გულისხმობს, რომ საქართველოდან მიდის ერთი სტუდენტი და იმ ქვეყნიდან მოდის მეორე. გაცვლითი პროგრამები არ არის დაფინანსებული, საფასურია 450 ევრო. (თანხა მოიცავს სარეგისტრაციო, საცხოვრებლისა და ტრანსფერის ხარჯებს). ფრენა და კვება, ასევე, თვითდაფინასებადია.

რა არის აუცილებელი საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

-მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სურვილი, ინიციატივა და ცოტაოდენი შრომა.

-მიმართულებას, ქალაქს და შესაბამის დროს ირჩევთ თქვენ.

-აუცილებელია, რომ დაწყებული გქონდეთ კლინიკური საგნები, ამიტომაც გაცვლითი პროგრამები ეხებათ მე-3 და მაღლა კურსზე მყოფ სტუდენტებს.

-პროგრამები იწყება ყოველი თვის დასაწყისში და გრძელდება 4 კვირა.

-აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით SCOPE-ის თსსუ-ს ლოკალური კომიტეტის წარმომადგენლებს:

-ანი მურცხვალაძე 593276226 Facebook: Ani Murtskhvaladze

-შოთა ახობაძე 595155030 Facebook: Shota Akhobadze