საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები - სიცოცხლის გადასარჩენად“

საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები - სიცოცხლის გადასარჩენად“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის ასოციაციის, ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ბაუ - საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თსსუ-ის სტუდენტური ორგანიზაციების - სამეცნიერო-კვლევითი კლუბი - „ნექსუსი“, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება  და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაცია - ორგანიზებით  2026 წლის 12–14 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები -  სიცოცხლის გადასარჩენად“.

კონფერენციის მიზანია გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სფეროში თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სამეცნიერო მიღწევების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და მონაწილეთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენცია განკუთვნილია ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, სტუდენტებისა და ყველა იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც პროფესიულ საქმიანობას გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის მიმართულებით ახორციელებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

კონფერენცია აკრედიტებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. 

კონფერენციის საპატიო პრეზიდენტია პროფესორი მარია თეოდორაკოპულოუ — გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი, ათენის KAT-ის გენერალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის I განყოფილების ხელმძღვანელი და საბერძნეთის ინტენსიური თერაპიის საზოგადოების პრეზიდენტი.

კონფერენციის ოფიციალური მხარდამჭერები არიან:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.

რეგისტრაცია იწყება დღე 2026 წლის 1 ოქტომბერს და სრულდება 12 ნოემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ახალგაზრდა მეცნიერების, სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და რეზიდენტების რეგისტრაცია ხდება მხოლოდ კონფერენციის მე-3 დღისთვის (14 ნოემბერი), №13 სესიაზე - „ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა ფორუმი: კვლევა, ინოვაცია და მომავალი ლიდერები“, რომელიც გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, №2 საკონფერენციო დარბაზში (12:30–15:00; 16:00–18:00).

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: emicmi.tsmu.edu