საგრანტო კონკურსი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ მაგისტრანტებისთვის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია)

საგრანტო კონკურსი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ მაგისტრანტებისთვის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია).

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებს.

სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.

მობილობა იგეგმება 5 თვის (1 სემესტრის) განმავლობაში – 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე.

სტიპენდია მოიცავს: 

უფასო სწავლა

ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

ყოველთვიური სტიპენდიას

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1. პასპორტის ასლი;

2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);

3. CV ევროპული ფორმატის მიხედვით ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;

4. მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

5. ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 15 მაისს 16:00 სთ-ზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 450;   032 2 542 451