საინფორმაციო სესია: „ჰორიზონტი ევროპას“ 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამის პროცედურული  სიახლეები

საინფორმაციო სესია: „ჰორიზონტი ევროპას“ 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამის პროცედურული სიახლეები

ევროკომისია ატარებს დისტანციურ საინფორმაციო სესიას  Horizon Implementation Dayრომელიც ეძღვნება ჰორიზონტი ევროპას“ 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამის (Work Programmeფარგლებში დაგეგმილ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ცვლილებებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს პოტენციური აპლიკანტების ინფორმირებას საგრანტო განაცხადის მომზადებისა და წარდგენის განახლებული წესების შესახებ.

სესიის ძირითადი საკითხები:

ცვლილებები სააპლიკაციო პროცესსა და შეფასების კრიტერიუმებშისადაც ევროკომისიის ექსპერტები დეტალურად განიხილავენ 2026-2027 წლების ციკლისთვის დადგენილ ახალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს;

Choose Europe for Science მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის განკუთვნილი ახალი ინიციატივების პრეზენტაცია;

პრაქტიკული ინსტრუქციები და რეკომენდაციები - ხარისხიანი განაცხადის მომზადებისა და პორტალზე (Funding & Tenders Portal) მუშაობის შესახებ.

თარიღი: 20 იანვარი, 2026 წელი.

დრო: 12:00  15:00 (თბილისის დროით).

ფორმატიონლაინ ტრანსლაცია (YouTube Live).

სესიაზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციასმონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერაქტიულ რეჟიმში (Slido- მეშვეობითკითხვები დაუსვან ევროკომისიის წარმომადგენლებს.

დაწვრილებითი დღის წესრიგი და ტრანსლაციის ბმული იხილეთ ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე:

https://ec.europa.eu/research/participants/docs/h2020-funding-guide/other/event260120.htm