სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია

სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი იწყებს I-VI სემესტრის სტუდენტების შერჩევას ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 14 ნოემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარადგინონ  თემის სათაური ბმულზე - https://forms.gle/wtLShQ8kVR9Tr1Di7

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება საკონფერენციო მოხსენების კრიტერიუმები. ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი.

• საკონფერენციო თემა აუცილებელია ეყრდნობოდეს თანამედროვე მიღწევებს სამედიცინო ბიოლოგიასა და პარაზიტოლოგიაში. 

• სასურველია, ერთ ნაშრომზე მუშაობდეს რამდენიმე ადამიანი (საშუალოდ 3 პირისგან დაკომპლექტებული გუნდი, თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალურადაც). 

• კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდული მეთოდით.

• ღონისძიებაზე გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საუკეთესო თემის ავტორები, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტს.