საქველმოქმედო ოფთალმოლოგიური გასინჯვები  და ენდოკრინოლოგიურ პაციენტთა კონსულტაციები

საქველმოქმედო ოფთალმოლოგიური გასინჯვები და ენდოკრინოლოგიურ პაციენტთა კონსულტაციები

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველო“  2021 წლის  25  იანვრიდან იწყებს მოსახლეობის  საქველმოქმედო ოფთალმოლოგიურ გასინჯვებს  და ენდოკრინოლოგიურ პაციენტთა კონსულტაციებს . 

აქცია  ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,  „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველო“-ს , კლინიკა „მედელიტი“-ს , „თბილისის ენდოკრინოლოგთა  ლაიონს კლუბი“-ს  და „ველფეარ ფაუნდეიშენი“-ის მიერ

პროექტი უზრუნველყოფს მიზნობრივი ჯგუფების - პენსიონერების, ომის ვეტერანების, მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვების,  სოციალურად დაუცველი და დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის უფასო, პირველად, სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას რომელიც მოიცავს : 

    • მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია)
    • სათვალის შერჩევას 
    • თვალშიგა წნევის გაზომვას ( ტონომეტრია)
    • ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია)
    • თვალის ფსკერის დათვალიერებას და დიაგნოსტიკას
    • ოფთალმოლოგის კონსულტაციას და მკურნალობის დანიშვნას
    • ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და მკურნალობის დანიშვნას 

აქციის დროს გამოვლენილ ქირურგიულ პაციენტთა დაფინანსება განხორციელდება საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამის ფარგლებში და თანაგადახდით. 

კლინიკა ჩართულია დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

პაციენტთა მიღება განხორციელდება წინასწარი ჩაწერით!

მისამართი: თბილისი, გიორგი გეგეჭკორის ქ.3

(საბურთალო,შანხაის დასახლების ტერიტორია)

სამუშაო საათები :  10:00- 16:00  

ორშაბათი - ოთხშაბათი - პარასკევი  

ტელ:2240114