Seoul National University აცხადებს 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის საგრანტო პროგრამას „SNU President Fellowship" (SPF), რომელიც უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივას წარმოადგენს.
პროგრამა განკუთვნილია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აკადემიური კარიერის განვითარებით და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებით. განაცხადის გაკეთება შეუძლიათ იმ კანდიდატებსაც, რომლებსაც ჯერ არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი.
დაფინანსების პაკეტი მოიცავს:
• სწავლების სრული საფასურის დაფინანსებას 6 სემესტრის განმავლობაში;
• ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 – 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000–1400 აშშ დოლარი) 3–4 წლის განმავლობაში;
• ორმხრივი ავიაბილეთის (ეკონომკლასი) დაფინანსებას;
• კორეის ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევას;
• ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას – ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით;
• კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას ერთი სემესტრის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პირობების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
• https://en.snu.ac.kr/admission
• https://oga.snu.ac.kr/
საკონტაქტო ინფორმაცია