სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".

აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული - მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების, აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდანთავრებულების, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) სტუდენტების -  დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 7 სექტემბრის 9:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდიდან.