საქართველოს მოქალაქებისთვის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების წლიური საფასური შეადგენს - 2.250 ლარს.
საექთნო/სამეანო საბაკალავრო პროგრამებისთვის  -  1.500 ლარს.

განსხვავებულია საფასური შემდეგ პროგრამებზე:

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 8.000 აშშ დოლარი წელიწადში;
  • დიპლომირებული მედიკოსის რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 7.000 აშშ დოლარი წელიწადში;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში.

მედიცინის ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – სწავლის საფასური 13.500 აშშ დოლარი წელიწადში. საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8.000 ლარი წელიწადში.
  • ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში; (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის). 

სტომატოლოგიის  ფაკულტეტი:

  • ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური - 4.000 აშშ დოლარი წელიწადში; (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის).

ფარმაციის ფაკულტეტი:

  • ინგლისურენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 3.500 აშშ დოლარი წელიწადში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:
  • ერთობლივი ქართულ–ფრანგული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში.
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის - 4.000 ლარი;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
  • ინგლისურენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 3.000 აშშ დოლარი წელიწადში.

იხილეთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის წლიური ღირებულება: 

ეპიდემიოლოგია -3.000 ლარი
გარემოს მედიცინა - 3.000 ლარი
ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება - 3.000 ლარი
საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 3.500 ლარი

კლინიკური ფარმაცია - 3.500 ლარი
ფარმაციის მენეჯმენტი-3.500 ლარი
ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები - 3.200 ლარი
ფარმაცევტული ანალიზი - 3.500  ლარი

პედიატრიული რეაბილიტაცია - 3.500 ლარი
რეაბილიტაციაში მრჩეველი - 2.900 ლარი
რეაბილიტაცია სპორტში - 2750 ლარი

რეზიდენტურის პროგრამების საფასური შეადგენს  თვეში - 150 ლარს
რეზიდენტურა -  რადიოლოგიაში  - თვეში 200 ლარი.
უცხო ქვეყანაში დიპლომისშემდგომი განათლების (კლინიკური ორდინატურა) კურსდამთავრებულთათვის -150 ლარი


დიახ, სოციალურად დაუცველი სტატუსისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის დაწესებულია შეღავათი. 

დეტალებისთვის სტუდენტს შეუძლია მიმართოს:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  www.mes.gov.ge
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს www.mra.gov.ge
  • ასევე თსსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომლის ეგიდით ტარდება პროექტი "სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა".
  • პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას 250-დან 500 ლარის ფარგლებში.

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE22

სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289

საიდენტიფიკაციო კოდი 211328703