თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“

თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“

თსსუ - ის კულტურის ცენტრთან არსებული თანამაედროვე და სამეჯლისო ცეკვენბის ანსამბლი „ვეგა“, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნის, თსსუ -ის კულტურის ცენტრის დირექტორს ბატონ ბადრი მაჭავარიანს, ჩამოყალიბდა 2004 წელს. 

თავდაპირველად ანსამბლ „ვეგა“-ს ხელმძღვანელებად მოღვაწეობდნენ ია კვირიკაშვილი და დავით კულუმბეგაშვილი. 

16 წლის არსებობის განმავლობაში, ანსამბლი აქტიურადაა ჩართული თსსუ -ის კულტურის ცენტრის ყველა საკონცერტო პროგრამაში, გაუმართავს არაერთი სოლო კონცერტი, საღამო და ქორეოგრაფიული სპექტაკლი. 

თითქმის ყოველ წლიურად და წარმატებით ღებულობს მონაწილეობას ფესტივალ „ტერფსიქორე“-ში და თანამედროვე ცეკვების ოლიმპიადებში, „ფლეშ-მობ შოუ“-ში და სატელევიზიო შოუში - „ნიჭიერი“.

ანსამბლი „ვეგა“  დიდი წარმატებით გამოდიოდა სტუდენტურ დღეებზე.

2019 წელს, საქართველოში,  სტუდენტურ დღეებზე ჩატარებულ  კონკურსში, ანსამბლმა „ვეგა“-მ მოიპოვა საპატიო II ადგილი. 

ანსამბლი მუდმივად ვითარდება, აქვს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. მთავარ მიმართულებებთან ერთად, ანსამბლ „ვეგა“-ს დადგმები გამდიდრებულია სხვადასხვა ცეკვების სტილის ელემენტებითაც, რაც ანსამბლის გამოსვლებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.  

ანსამბლის წევრებს, თსსუ -ის სტუდენტებს, თსსუ - ის ხელმძღვანელობამ შეუძინა, შეიძლება ითქვას, უნიკალური რეკვიზიტი და  კოსტუმები რაც კიდევ უფრო დაამშვენებს მომავალში ანსამბლის გამოსვლებს.

ანსამბლ „ვეგა“-ს მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების, თსსუ -ის სტუდენტების გაცნობა ევროპულ და ლათინო ამერიკულ ცეკვების მრავალფეროვან სამყაროსთან და ამ ცეკვების სასცენო მიმართულებით განვითარება. 

ანსამბლ „ვეგა“-ს დევიზია - “იცეკვე და იყავი ბედნიერი“.

ამჟამად, ანსამბლ „ვეგა“- ს ხელმძღვანელობს, საქართველოსა და კავკასიის  მრავალგზის თასის მფლობელი, საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორი, სამეჯლისო - სპორტულ ცეკვებში - ია კვირიკაშვილი.

  საქართველოსა და კავკასიის მრავალ გზის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1994 დან 2005 წ. ჩათვლით)

- აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული (1997 წ.) 

- საქართველოს ტელევიზიის პრიზის მფლობელი ( I არხი, 1998 წ). 

- თბილისი თასის მფლობელი (2001წ.)

- აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი (2002 დან 2005 წ. ჩათვლით)

- დავ. სარაჯიშვილის სახ. ჯილდოს მფლობელი (2004წ.), რომელიც მიენიჭა სამეჯლისო - სპორტულ ცეკვებში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებებისათვის. 

- საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, პრიზიორი ფინალისტი (1996 დან 2005 ჩათვლით).