თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული დრამატული თეატრ „ჰიგია“

თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული დრამატული თეატრ „ჰიგია“

2001 წლის 29 დეკემბერს, თსსუ - ში, თსსუ - ის კურსდამთავრებულის  ნათია გუჯაბიძის ინიციატივთ, ჩამოყალიბდა დრამატული თეატრიჰიგია.  

ამ პერიოდის განმავლობაში,  აღნიშვნის ღირსია დრამატული თეატრი ,,ჰიგიას19  წლიანი ტრიუმფალური სვლა, 19 პრემიერა.

მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა  „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (ო. იოსელიანი), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორცინეს“ (რ. ერისთავი), „კუნძული შავ ზღვაში“ (დ. ტურაშვილი), „ჭინჭრაქა“ (გ. ნახუცრიშვილი), „გამოცდა“ (რ. მამულაშვილი), „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (უ.შექსპირი), „ჭრილობა“ (ლ. თაბუკაშვილი), „ქეთო და კოტე“ ( ა. ცაგარელი), „ომობანა“ (ბ. ჯანიკაშვილი), „სიკვდილი ღრუბლებში“ (ა. კრისტი) და სხვა სპექტაკლები.

აღნიშნულმა სპექტაკლებმა  უდიდესი წარმატება მოუტანა თეატრ „ჰიგია“-ს  ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებზე.

თეატრმა „ჰიგია“-მ წარმატებული გასტროლებით მოიარა თურქეთი, შვეცია, აზერბაიჯანი და მონაკო.

თეატრის მიერ, მონაკოში წარდგენილმა სპექტაკლმა „ქეთო და კოტე“ - მ, მონაწილე 30 საერთაშორისო თეატრებს შორის, საპატიო III ადგილი მოიპოვა რაც უდაოდ, თეატრალური დასის და მისი რეჟისორის დიდი აღიარება იყო საერთაშორისო ასპარეზზე.

2012 წელს თეატრის რეჟისორის, თსსუ- ასოცირებული პროფესორის, ნათია გუჯაბიძის ინიციატივით დაარსდა ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი“, რომელიც ყოველ წელს ტარდება  სამედიცინო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობას ღებულობენ უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტები, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნების სტუდენტური თეატრები.  

თეატრი „ჰიგია“ ამ ფესტივალის მრავალი ნომინაციის მფლობელი გახდა და დასახელდა საუკეთესო სტუდენტურ თეატრად. აღნიშნული წარმატებების გამო, თეატრ „ჰიგია“- ს მიენიჭა „სახალხო თეატრი“- ს  საპატიო წოდება.

თსსუ - ის ხელმძღვანელობისა და კულტურის ცენტრის  ხელისშეწყობით, თატრალური დასი „ჰიგია“ კიდევ მრავალ საუკეთესო სპექტაკლების განხორცილებას პირდება ჩვენს სტუდენტებს და მის ურიცხვ გულშემატკივარს.