პროფ. ზურაბ ვადაჭკორია

პროფ. ზურაბ ვადაჭკორია

 

CURRICULUM VITAE

სახელი, გვარი: ზურაბ ვადაჭკორია 

დაბადების თარიღი: 16 იანვარი, 1958 

ეროვნება: ქართველი

თანამდებობა –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტისა და ბავშვთა და მოზარდთა ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ყბა–სახის ქირურგი

სამეცნიერო ხარისხი - MD., Ph.D., DSc. (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი) სამეცნიერო წოდება – პროფესორი

განათლება:

1974-1979 –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი - MD დიპლომი

1979-1982 - მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის კლინიკა - ასპირანტი

1983 – მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის კლინიკა (დისერტაცია შესრულებულია მოსკოვში პროფესორ ა. კოლესოვის ხელმძღვანელობით) - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

1997 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტი, მოსკოვი, ეკატერინბურგი (დისერტაცია შესრულებულია მოსკოვში, ეკატერინბურგში და თბილისში – პროფესორების ვ.ვისარიონოვის და ტ.გაბისონიას სამეცნიერო კონსულტაციებით) - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

1991 წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მიენიჭა სამეცნიერო პედაგოგიური წოდება – დოცენტი

1997 წ. – – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მიენიჭა სამეცნიერო პედაგოგიური წოდება – პროფესორი

უწყვეტი განათლება და ტრეინინგები:

1979 – 1982, 1983 –მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის კლინიკა, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია - სამეცნიერო–კვლევა, პროფესიული დახელოვნება

1985, 1987, 1988, 1999 –სტომატოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა ყბა– სახის ქირურგიის განყოფილება, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია - სამეცნიერო–კვლევა, პროფესიული დახელოვნება

1991 – ლაზერული მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია - სამეცნიერო–კვლევა, პროფესიული დახელოვნება

1994, 1995, 1996 – სახისა და ყბების განვითარების თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის რუსეთის ცენტრი - სამეცნიერო–კვლევა, პროფესიულ დახელოვნება

1997 – მისურის შტატის ქენზას–სითის უნივერსიტეტის ბავშვთა ჰოსპიტალის ბავშვთა სტომატოლოგიისა და ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის დეპარტამენტი (ქენზას– სითი, აშშ) - პროფესიული დახელოვნება

1998, 2001 – დოქტორ რ. შალტერის კერძო სტომატოლოგიური კლინიკა (მიუნჰენი, ბავარია, გერმანია) - პროფესიული დახელოვნება

2005 – დოქტორი ი.აიზენჰეარის კერძო სტომატოლოგიური კლინიკა (შმითმიულერი, ბავარია, გერმანია) - პროფესიული დახელოვნება

2009 – ფერარას საუნივერსიტეტო ბავშვთა ჰოსპიტლის ყბა–სახის ქირურგიის დეპარტამენტი (ფერარა, იტალია) - პროფესიული დახელოვნება

პროფესიული გამოცდილება:

2009–დან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - რექტორი

1997- დან დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - პროფესორი, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტისა და ბავშვთა და მოზარდთა ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

2001-2007 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე

1997 – 2004 - საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია - პირველი პრეზიდენტი (ამ პერიოდში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია გაერთიანდა მსოფლიოსა და ევროპის სტომატოლოგთა ფედერაციასა და ასოციაციაში)

1997-2004 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო - სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში (ამ პერიოდში უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა 27 უნივერსიტეტთან, მრავალ კლინიკურ დაწესებულებასთან და ევროპის, აშშ–ის, აფრიკის და პოსტ– საბჭოთა სივრცის საგანმანათლებლო ცენტრთან);

1997-2000 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი

1991-1997 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი

1994–დან დღემდე - სახისა და ყბების განვითარების თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვთა დისპანსერიზაციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ნაციონალური ცენტრი - ხელმძღვანელი (საზოგადოებრივ საწყისებზე)

1994–დან დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სადისერტაციო საბჭოს წევრი, სპეციალობა–სტომატოლოგია

1982 - 1997 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი;

1985-1989 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში (საზოგადოებრივ საწყისებზე);

1987 – დან დღემდე - პროფ. გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ყბა–სახის ქირურგიის განყოფილება; სახისა და ყბების განვითარების თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვთა დისპანსერიზაციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ნაციონალური ცენტრი, თბილისი - საექიმო მოღვაწეობა, პროფესორი, ცენტრის ხელმძღვანელი

1983 – 1987 - მე–5 ბავშვთა კლინიკური ჰოსპიტალი, თბილისი - საექიმო მოღვაწეობა, ასისტენტ-პროფესორი, დოცენტი

1979 - 1982 - მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის კლინიკა - ასპირანტი

პროფესიული საზოგადოებების წევრობა:

- FDI-მსოფლიოს სტომატოლოგთა ფედერაციის წევრი

- ევროპის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი

-  AMEE -ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია, MEDINE-2 სამუშაო ჯგუფის წევრი,

-  აბრეშუმის გზის  ევროაზიულ უნივერსიტეტთა კონსორციუმის (ESRUC) აღმასრულებელი საბჭოს წევრი;

- ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი;

- ტერნოპოლის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი;

- საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და  მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს (CCM) წევრი

ენების ცოდნა:

ინგლისური, რუსული, ქართული (მშობლიური ენა)

სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა: 100–ზე  მეტი სამეცნიერო  შრომის, ერთი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორთა კოლექტივის წევრი.

მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ჩატარდა 70–ზე მეტი საერთაშორისო კონგრესი, კონფერენცია, „ვორქ–შოფი“; კვლევის ძირითადი სფეროებია ბავშვთა ყბა– სახის განვითარების თანდაყოლილი მანკები და ანომალიები, ჰემანგიომები და სახის სიმსივნის მსგავსი პათოლოგიები, ყბა–სახის ქირურგიული ოპერაციების გაუტკივარება, სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია და ა. შ.

ოჯახის შემადგენლობა:

მეუღლე – მარინე მამალაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,  სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის „უნიდენტის“ დირექტორი სამკურნალო და სასწავლო–კვლევითი მუშაობის დარგში;

ქალიშვილი – დეა ვადაჭკორია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, სტომატოლოგიის კლინიკისა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის „უნიდენტის“ ექიმი–სტომატოლოგი;

ვაჟი – ოთარ ვადაჭკორია, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) სტომატოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მოღვაწეობს ექიმ– სტომატოლოგად გერმანიაში.

საკონტაქტო მისამართი:

თბილისი 0177, ვაჟა–ფშაველას გამზირი, 33

ტელ. (995 32) 542 444; ფაქსი: (995 32) 542 441;

ელ.ფოსტა: vadachkoria@tsmu.edu www.tsmu.edu

2015 წ.