ბიბლიოთეკის დირექტორი
თამარ ხახუტაშვილი
საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება
ხელმძღვანელი: ნინო ბერიანიძე
მთავარი სპეციალისტები: მარიეტა სულაბერიძე, მიხეილი ერგემლიძე; გუგული გოლიაძე
უფროსი სპეციალისტი: მარინა კერესელიძე, ნინო მეტრეველი
სპეციალისტი: ნინო ანთელავა
ფუნქციები:
- კომპიუტერული დარბაზში სტუდენტების მიღება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა და ყურადღება დღის ბოლომდე.
- მომხმარებელთათვის ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მაგ. საორიენტაციო შეხვედრები, კონსულტაციები და ა.შ.),
- დახმარება ლიტერატურისა და სხვა რესურსების მოძიებაში, მათ შორის გარე წყაროებიდან (მაგ. ინტერნეტის სამეცნიერო ბაზებიდან და სხვ.);
- ვებ–გვერდის საშუალებით ინფორმაციული დახმარების გაწევა მაძიებელთათვის უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის საშუალებით ინტერნეტის საძიებო სისტემებში სრულფასოვანი სამეცნიერო ძიების ჩასატარებლად;
- უცხოური და ქართულენოვანი გამოცემების ელექტრონული ვერსიების შექმნა საავტორო უფლებების კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით Koha-ს ბაზებში შეტანით;
- ბიბლიოთეკის ვებ–გვერდის ადმინისტრირება;
- სახელმძღვანელო წიგნების ელექტრონულ ვერსიებზე გამარტივებული სახით წვდომის უზრუნველყოფა სტუდენტებისთვის;
- ინფორმაციის მიწოდება ბიბლიოთეკაში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
- მაძიებელთა ინფორმირება ინტერნეტში უახლესი სამედიცინო რესურსების შესახებ;
- ბიბლიოთეკის ისტორიის, სტრუქტურის, თანამშრომლების, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ინფორმაცია;
- სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება;
- ინტერნეტის ხარისხის კონტროლი როგორც კომპიუტერული დარბაზების ქსელში, ასევე Wi-Fi-ს საშუალებით პირადი მოხმარების ლეპ-ტოპებისთვის, სხვადასხვა პლანშეტებისა და მობილური ტელეფონებისათვის;
- ბიბლიოთეკის კომპიუტერული პარკის, აპარატურისა და აქსესუარების მონიტორინგი ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
- მუდმივი ზრუნვა ელექტრონული რესურსებისა და სერვისის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.
ბიბლიოგრაფიის განყოფილება
ხელმძღვანელი: ვალენტინა გოგავა
სპეციალისტები: მანანა მჟავანაძე, დალი მამალაძე, მარიამ ჩაჩანიძე, ეკა გრიგალაშვილი, მაია ხახუტაშვილი, თამარ ძაბახიძე
ფუნქციები:
- ბიბლიოგრაფიის მომზადება
- უცხოური ლიტერატურის დამუშავება კლასიფიკაცია და გაცემა
- ვიდეოთეკის მომსახურეობა
უცხოური ლიტერატურის სექტორის სამკითხველო დარბაზებში არის თავისუფალი დაშვება, რაც აადვილებს მომხმარებლისთვის საჭირო წიგნის მოძებნას. სამკითხველო დარბაზები ემსახურება სტუდბილეთის მქონე სტუდენტებს. წიგნების გაცემა ბინაზე სამკითხველო დარბაზებიდან აკრძალულია.
დამუშავება-დაკომპლექტების განყოფილება
ხელმძღვანელი: თამარ მირზიაშვილი
უფროსი სპეციალისტი: კონსტანტინე ალიბეგაშვილი
სპეციალისტები: ციური ბაკურაძე, ნანა დრეიძე
უმცროსი სპეციალისტი: მარინე დაშნიანი
ფუნქციები:
- შემოსული ლიტერატურის, მონოგრაფიების, დისერტაციების ტექნიკური დამუშავება.
- ბეჭდური გამოცემების ინვენტარიზაცია, აღრიცხვა.
- ფიზიკურად და მორალურად მოძველებული ბეჭდური გამოცემების ჩამოწერა.
- კატალოგის შედგენა, მეთვალყურეობა: წიგნების საკატალოგო ბარათებზე აღწერა, განთავსება ანბანურ და საგნობრივ კატალოგებში.
- ელექტრონული კატალოგის შედგენა: საბიბლიოთეკო-ინტეგრირებული პლატფორმა Koha-ს გამოყენებით ბაზაში ბიბლიოგრაფიული მონაცემების შეყვანა. ძველი წიგნადი ფონდის შევსება-შესწორება და ახლადმიღებული წიგნების ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების დამატება.
- აღრიცხული და დამუშავებული წიგნების გადანაწილება. მიწოდება განყოფილებებში და საცავში. თაროებზე დალაგება ინდექსით.
- წიგნადი ფონდის მოვლა, განლაგება, გაწმენდა, გამოხშირვა, ბეჭდურ გამოცემათა შერჩევა გასაცემად, დაბრუნებული წიგნების ადგილზე განთავსება.
- ზრუნვა ფონდის დაცვაზე.
მომსახურების განყოფილება
ხელმძღვანელი: მარიამ გიორგაძე
მთავარი სპეციალისტი: ლელა მარგიანი
უფროსი სპეციალისტი: ზეინაბ სირაძე
სპეციალისტები: მერი ხუციაშვილი, მარინა სიმონიშვილი, ნინო მოდრეკელიძე, ვარდიკო არსენაშვილი; ვერა ელაშვილი
ფუნქციები:
- მკითხველთა ადგილზე მომსახურება
- სახელმძღვანელოების გაცემა
- სამეცნიერო ჟურნალების გაცემა
- სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია
სტუდენტთა უმრავლესობა სარგებლობს ძირითადი დარბაზით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკის მე-2 სართულზე. დარბაზი განსაზღვრულია 180 სამუშაო ადგილისათვის, სადაც განლაგებულია სასწავლო სახელმძღვანელოები, სამეცნიერო პერიოდული ლიტერატურა. წიგნების გაცემა ბინაზე სამკითხველო დარბაზებიდან აკრძალულია.
ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები
სპეციალისტი: ნათია კარტოზია, ანა გელაშვილი