ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები განსაზღვრულია ,,სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებით” დამტკიცებული თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2012 წლის 25 ივლისის #23/6 დადგენილებით:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს:
•ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:00 საათამდე;
•შაბათს 10:00-დან 15:00 საათამდე;
•დასვენება - კვირა.
ბიბლიოთეკა ემსახურება თსსუ-ის თანამშრომლებს და სტუდენტის დამადასტურებელი საბუთის მქონე სტუდენტებს;
ბიბლიოთეკის მომხმარებელზე იქმნება მკითხველის ბარათი;
მკითხველის ბარათში ასახულ ინფორმაციას ხელმოწერით ადასტურებს ბიბლიოთეკარი და მკითხველი;
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები სავალდებულოა მისი ყველა მომხმარებლისთვის;
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები;
უცხოური ლიტერატურის განყოფილებაში ბეჭდური რესურსებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია თავისუფალი დაშვების პირობებში;
სამკითხველო დარბაზებში დაცული მასალის ასლის გადაღება დასაშვებია მხოლოდ ბიბლიოთეკარის თანხმობით
მკითხველს აქვს უფლება:
- ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით;
- ელექტრონული ბაზებით;
- ისარგებლოს ბიბლიოთეკის კომპიუტერული მომსახურების დარბაზებით;
- მიიღოს ინფორმაცია ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ;
- გამოთქვას და გამოხატოს საკუთარი აზრი, შეხედულება, ინტერესები, სურვილები ბიბლიოთეკის საქმიანობის და ხარისხის შესახებ.
მკითხველი ვალდებულია:
- გაუფრთხილდეს საბიბლიოთეკო ინვენტარს (მათ შორის ელექტრონულს) და საბიბლიოთეკო ფონდს;
- დააბრუნოს გატანილი ლიტერატურა დროულად;
- მკითხველი ვალდებულია მისთვის გაცემულ საბიბლიოთეკო ერთეულზე დეფექტის აღმოჩენის ფაქტი დაუყოვნებლად აცნობოს ბიბლიოთეკარს;
- საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი, ან სანაცვლოდ იმავე დასახელების სხვა გამოცემის წლის ერთეული, ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება და ჯარიმის სახით, ფიქსირებული თანხა 50 ლარის ოდენობით. იგივე წესი ვრცელდება უცხოენოვანი ლიტერატურის დაკარგვის შემთხვევაში;
- საბიბლიოთეკო ერთეულის ერთი ეგზემპლარის არსებობის შემთხვევაში, იგი მკითხველს ხელზე არ მიეცემა; ასეთით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამკითხველო დარბაზებში;
- მკითხველის მიერ წიგნით სარგებლობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადის გაგრძელება, რაც აღინიშნება მკითხველის ბარათში
- ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას:
- სტუდენტის მიერ – ფოტოსურათი და სტუდენტის დამადასტურებელი საბუთი,
- უნივერსიტეტის თანამშრომლის მიერ – მოქალაქის პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან.
ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:
- აუდიო და ვიდეო დოკუმენტები;
- ენციკლოპედიები;
- ლექსიკონები.
სარგებლობისას დაშვებულია:
- ტექსტის აკრეფა და რედაქტირება;
- ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა ელექტრონულ მატარებლებზე
თსსუ-ის კურსდამთავრებულებისა და თანამშრომლებისათვის შემოვლის ფურცელზე ბიბლიოთეკის დასტურის მისაღებად აუცილებელია მკითხველის ბარათში აღრიცხული ყველა ერთეული დაბრუნებულ იქნას ბიბლიოთეკაში.