ტაჯიკეთის ავიცენას სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტაჯიკეთის ავიცენას სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2020 წლის 4 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ტაჯიკეთის ავიცენას სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: ვიცე-რექტორი, კობილჯონ კობილოვი; სტრატეგიული განვითარების  და მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხაიომ მახმუდოვი; სტრატეგიული განვითარების  და მენეჯმენტის ცენტრის სპეციალისტი შუკრონა დავლატოვა; რეგისტრაციისა და კომუნიკაციის ცენტრის  ხელმძღვანელი ზამირა გუიბეკოვა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საიდ აბდულოვი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები: ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე და  ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, სამედიცინო განათლების კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნატო ალავიძე.

ტაჯიკეთის ავიცენას სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, კობილჯონ კობილოვმა, მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გულთბილი მიღებისთვის, აღნიშნა, რომ დაათვალიერეს თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. 

თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია თსსუ-ის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ, ასევე ისაუბრა AMEE-ის ოფისის შესახებ. ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიღწევებს და სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში ითანამშრომლონ ტაჯიკეთის ავიცენას სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სრუყოფის მიზნით. შეთანხმდნენ, რომ ტაჯიკეთის მხარე ჩამოყალიბდება მისთვის საინტერესო საკითხების წარმოსადგენად. დაიგეგმა მომავალი ნაბიჯები თანამშრომლობისთვის.