აზერბაიჯანის   ფიზიკური განათლებისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიისა  და  აზერბაიჯანის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის     ადმინისტრაციის  წარმომადგენლთა  ვიზიტი  თსსუ-ში

აზერბაიჯანის ფიზიკური განათლებისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლთა ვიზიტი თსსუ-ში

2019 წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს   ოფიციალური ვიზიტით   აზერბაიჯანის  ფიზიკური განათლებისა  და სპორტის სახელმწიფო აკადემიის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამინა თაგჰი-ზადა   და  ამავე  აკადემიის   მრჩეველი,  აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რაჰიმა გაბულოვა  ეწვივნენ.  დელეგაციას  თან  ახლდა   საქართველოს ანტიდოპინგური ორგანიზაციის გენერალური  დირექტორი,  თემურ  უკლება. 

ვიზიტის  მიზანს  საქართველოში  და  კერძოდ,   თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში,   მომავალი  ურთიერთანამშრომლობის  მიზნით -  სპორტის  მედიცინის,  ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის  სწავლების      და    ამ  სფეროში  საგანმანათლებლო  პროგრამების  გაცნობა  წარმოადგენდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორები:   პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის წარმომადგენელი -  ქალბატონი თამარ ჩუტკერაშვილი.

სტუმრებმა, მათი ინტერესის გათვალისწინებით, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის სტრუქტურის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და აკადემიური პროცესების შესახებ. 

შეხვედრაზე  სტუმრებმა ხაზი გაუსვეს სამომავლო პერსპექტივებსა და ურთიერთთანამშრომლობის  დიდ სურვილს  როგორც გაცვლითი პროგრამების, ისე სამეცნიერო მიმართულებით.