თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ერთობლივი ორგანიზებით, თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა, მოწოდებით - "გაიღე სისხლი- გადაურჩინე სიცოცხლე!" 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს აქცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებულ სისხლის დონაციის აქციებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო - დონორთა რიცხვმა 80 -ს გადააჭარბა.

სისხლის უანგარო დონორები იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე,  უცხოელი სტუდენტები. დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებმაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურისგან" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობის წერილი მიიღო.

იხილეთ წერილი