,,ფერების ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

,,ფერების ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 26 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თსსუ-ის სასწავლო კორპუსების ეზოში ,,ფერების ფესტივალი“ გაიმართა. 

ღონისძიება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. 

 კონცერტი გახსნა, სტუდენტების სურვილით მოწვეულმა ბენდმა - Bedford falls. ღონისძიების ფარგლებში, ასევე,  მოეწყო სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ფესტივალის -  ”Ludus” გამარჯვებულთა გრანდიოზული დაჯილდოება. ფესტივალი  შთამბეჭდავი  ფოიერვერკით დასრულდა.