2019 წლის 26 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თსსუ-ის სასწავლო კორპუსების ეზოში ,,ფერების ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
კონცერტი გახსნა, სტუდენტების სურვილით მოწვეულმა ბენდმა - Bedford falls. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყო სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ფესტივალის - ”Ludus” გამარჯვებულთა გრანდიოზული დაჯილდოება. ფესტივალი შთამბეჭდავი ფოიერვერკით დასრულდა.