თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ECHO მოდელის პარტნიორი ორგანიზაციის - „ECHO Georgia Hub“-ის, რომელსაც თსსუ წარმოადგენს, პირველი საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დასრულდა.
პირველი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 2026 წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა. დასკვნითი ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო პარტნიორები აშშ-დან და ინდოეთიდან.
შეხვედრაზე მონაწილეებმა შეაჯამეს გასული ექვსი სესიის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები. პროგრამის ფასილიტატორმა წარმოადგინა საერთო შედეგების ანალიზი და შეაჯამა პროექტის მიმდინარეობა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ასევე გააზიარეს უკუკავშირი პროგრამის მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნეს მისი როლი პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებაში, და ის შედეგები, რაც პროგრამამ მათ საქმიანობაში მოიტანა.
დასასრულს, მონაწილეებმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადეს პროგრამაში აქტიური ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერისთვის. ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ECHO Georgia Hub -ის პირველი პროექტი თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა და ის მიეძღვნა პედიატრიულ პრაქტიკაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვისას ნუტრიციოლოგიური საკითხების განხილვასა და თანამედროვე მიდგომების გაზიარებას.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ბავშვთა ენდოკრინოლოგები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან, ნუტრიციოლოგები, პედიატრები, ფსიქოლოგები, სტუდენტები, რეზიდენტები, პრაქტიკოსი ექიმები და პაციენტები. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ამერიკული ECHO-პროექტის კოორდინატორები.
ცნობისთვის, 2025 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს აშშ-ის ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ECHO მოდელის პარტნიორ ორგანიზაციას - ექო ჯორჯიას, რომლის ფარგლებში თსსუ-ს აქვს საერთაშორისო ხელშწყობა რომ პროექტი გაგრძელდეს.