ღონისძიება - ,,რა უნდა ვიცოდეთ პედიატრთან ვიზიტისას

ღონისძიება - ,,რა უნდა ვიცოდეთ პედიატრთან ვიზიტისას"?

2019 წლის 26 სექტემბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი- 2019“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში გაიმართა ღონისძიება – „რა უნდა ვიცოდეთ პედიატრთან ვიზიტისას ?“.

შეხვედრას უძღვებოდა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.

ღონისძიებაზე განიხილეს ბავშვებისა და მოზარდების უფლებები ექიმთან ვიზიტისას, არასრულწლოვან პაციენტებთან კომუნიკაციის და სამედიცინო დახმარების პროცესში მათი ჩართულობის, პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის და ანონიმურობის დაცვის საკითხები.  ასევე, განხილულ იქნა პაციენტის უფლებების მარეგულირებელი საკანანომდებლო ბაზის ძირითადი საკითხები, როგორიცაა ,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია“ და ,,საქართველოს კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ“.

პროფესორმა მანჯავიძემ აღნიშნა, რომ ხშირად მშობლებმა  და თავად პაციენტებმა არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ექიმსა  და  პაციენტს  შორის  ურთიერთობის  და  საზოგადოდ,  პროგრესული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისთვის.

ღონისძიება გაჯერებული იყო ინტერაქტიული აქტივობებით, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სკოლის მოსწავლეთათვის.

იხილეთ სიახლე ,,NewPosts"-ზე