თსსუ-ის სტუდენტებს გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდათ

თსსუ-ის სტუდენტებს გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდათ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართვეობის ორგანიზებით, 2019 წლის 8-11 ნოემბერს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტებისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდა. 

პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია ჩაუტარდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 150 - მდე სტუდენტს,  რომლებიც საექიმო და საექთნო საქმის პროფესიულ სტაჟირებას კლინიკურ ბაზებზე გადიან.