მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის გამოსაშვები ღონისძიება

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის გამოსაშვები ღონისძიება

2020 წლის 28 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

წელს, თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში სასწავლო კურსი 7 ქვეყნის 60-მა საერთაშორისო სტუდენტმა დაასრულა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს აღნიშნულ თარიღს და უსურვებს  წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!