საზაფხულო სტაჟირება ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ბაზებზე

საზაფხულო სტაჟირება ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ბაზებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების 20 სტუდენტი საზაფხულო სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდა ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის (უკრაინა) კლინიკურ ბაზებზე. სტუდენტებს კურირებდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლალი ხუციშვილი. სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ტარდებოდა გადაუდებელი მედიცინის, სასამართლო მედიცინის, მეანობისა და გინეკოლოგიის, კარდიოლოგიის და ზოგადი ქირურგიის კათედრებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს, რის გამოც ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებისგან განსაკუთრებული შეფასება მიიღეს.

მედიკო-პროფილაქტიკური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იგორ ვორონჟევმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს, იმედი გამოთქვა, რომ  თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.

სტაჟირებაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი. 

ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრ ხვისიუკმა მადლობის წერილი გამოუგზავნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას საქართველოსა და უკრაინაში სამედიცინო განათლების სფეროში შეტანილი დიდი წვლილისთვის. ასევე, მადლობის წერილი მიიღო ქალბატონმა ლალი ხუციშვილმა სტუდენტებისთვის გაწეული ღვაწლის გამო.