ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა გლობალური კვლევა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი

ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა გლობალური კვლევა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი

2019 წელს ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა კარდიორეაბილიტაციის მნიშვნელობის, გავრცელების,  ხელმისაწვდომობის და სარეაბილიტაციო ოქმების/პროტოკოლების გამოყენების შესახებ გლობალური კვლევა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი.

2016 წლის ივნისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ჩესტერის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების  გაზიარებასთან  ერთად,  განიხილებოდა   სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობის  და  ერთობლივი  კვლევითი  პროექტების განხორციელების   პერსპექტივები. ამავე ვიზიტის დროს განხორციელდა შეხვედრები შრუსბერის საუნივერსიტეტო ცენტრში, მათ შორის, პროფესორ ჯონ ბაკლისთან, რომელთანაც მომდევნო წლებში დამყარდა ნაყოფიერი თანამშრომლობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები პრევენციის და რეაბილიტაციის სფეროში. პროფესორი რიმა ბერიაშვილის მხარდაჭერით და  პროფესორ ჯონ ბაკლის უშუალო მონაწილეობით მოხდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის და საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის ჩართვა კარდიორეაბილიტაციის გლობალურ კვლევაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ლანცეტის“ (The Lancet, EClinicalMedicine) 2019 აგვისტოს ნომერში, ორი პუბლიკაციის სახით: Cardiac Rehabilitation Availability and Density around the Globe (Volume 13, August 2019, Pages 31-45) და Nature of Cardiac Rehabilitation Around the Globe. (Volume 13, August 2019, Pages 45-56,)