ღონისძიება ,,ჩემი   ექსპერიმენტი“

ღონისძიება ,,ჩემი ექსპერიმენტი“

2019 წლის 23 სექტემბერს  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი  2019“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ვლადიმერ  ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის   ინსტიტუტში გაიმართა  ღონისძიება  - ,,ჩემი ექსპერიმენტი“.

ღონისძიბაზე  დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა ის განსაკუთრებით საინტერესო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის  აღმოჩნდა. მათ საშუალება მიეცათ აღმოეჩინათ სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეცნიერებისა და ინოვაციების  სფეროში, საკუთარი თვალით ეხილათ სხვადასხვა ექსპერიმენტული - ლაბორატორიული  ცხოველები, უჯრედული კულტურები, ქათმის ემბრიონები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ნივთიერებების ანტიბაქტერიული ზემოქმედების  შეფასებაში. საგანგებოდ  მოსწავლეებისთვის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ხელის დაბანის  წესებზე, რაც საკმაოდ აქტუალურია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის  დაცვის  თვალსაზრისით.

მონაწილეებმა განსაკუთრებულად შეაფასეს სამეცნიერო შოუ და ექსპერიმენტული  მოდელები. ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარებული აღნიშნული ღონისძიება  ბევრი მათგანისთვის ახალი ინტერესის  ინსპირაციის   წყარო   გახდა. 

იხილეთ ,,Newposts"-ის სიახლე