პროფესორ რუდოლფ კორინთენბერგის ლექცია თსსუ-ში

პროფესორ რუდოლფ კორინთენბერგის ლექცია თსსუ-ში

2021 წლის 22 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსმა, პროფესორმა რუდოლფ კორინთერბერგმა (Rudolf Korinthenberg) თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  წაიკითხა ვირტუალური ლექცია  თემაზე- „ნეონატალური პერიოდის ნევროლოგიური დაავადებები“. 

ლექცია,  2019  წელს ბერლინში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის  პედიატრთა  და  მოზარდთა  მედიცინის     ასოციაციას (DGKJ)   შორის გაფორმებული  თანამშრომლობის  პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

გერმანიის  პედიატრთა  და  მოზარდთა  მედიცინის     ასოციაცია  (The German Society for Paediatrics and Youth DGKJ)     პროფესიული   საზოგადოებაა,  რომელიც  სადღეისოდ  17 000   მაღალი   რანგის  სპეციალისტს  აერთიანებს.   ასოციაცია,   გერმანიის  მთავრობის    ხელშეწყობით,  2020  წლიდან  ახორციელებს  ერთობლივ  პროექტს  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტთან  და   თსსუ-ის   გივი  ჟვანიას   სახელობის  პედიატრიის  აკადემიურ  კლინიკასთან  ერთად.   პროექტის  მიზანია  გერმანელი  სპეციალისტების  გამოცდილების  გაზიარება  და  პედიატრიული  სამსახურის  განვითარება;  ექიმთა,  რეზიდენტთა,  სტუდენტთა  და  საზოგადოდ,    სამედიცინო  პერსონალის  კვალიფიკაციის  ამაღლება.  პროექტი  ითვალისწინებს    წამყვანი  გერმანელი  სპეციალისტების    ვიზიტს  გივი  ჟვანიას   სახელობის  პედიატრიის  აკადემიურ  კლინიკაში,  სადაც  ისინი  ჩაერთვებიან  სასწავლო  პროცესში  და  განახორციელებენ  კლინიკურ  აქტივობას.

შემდეგი ლექცია დაგეგმილია 29 მარტს 12:00სთ-ზე, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წაიკითხავს ბავშვთა რევმატოლოგი, პროფესორი ნორბერტ ვაგნერი თემაზე „ბავშთა ასაკის რევმატოლოგიური დაავადებები“.