სამედიცინო ეთიკის საკითხები - ლადო კახაძის საჯარო ლექცია თსსუ-ში

სამედიცინო ეთიკის საკითხები - ლადო კახაძის საჯარო ლექცია თსსუ-ში

2021 წლის 15 ივლისს ექიმი რადიოლოგი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  

ლექციაზე მან აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიარა და სამედიცინო ეთიკისა და კომუნიკაციის საკითხებზე ისაუბრა. ამ თემამ სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. 

ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვის მიზნით ლექციას დაესწრო პირველი 50 დარეგისტრირებული სტუდენტი, რომელთაც ელექტრონული სერთიფიკატები გადაეცათ. 

შეხვედრის ბოლოს, ლადო კახაძემ სტუდენტებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.