საჯარო ლექცია - ,,ახალი კორონავირუსი“

საჯარო ლექცია - ,,ახალი კორონავირუსი“

2020 წლის 21 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია - ,,ახალი კორონავირუსი“ .  ღონისძიებას უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინის დარგში პაატა იმნაძე.
ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ს სტუდენტები, ლექტორები, ექიმები. ღონიძიებიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე და  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის   XII  სემესტრის სტუდენტი ლევან ცაგურია. 

ბატონმა პაატა იმნაძემ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები მიაწოდა აუდიტორიას ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყურადღება გაამახვილა მედიცინის მუშაკების როლზე, რომლებიც მნიშვნელოვან რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. დასასრულს გაიმართა დებატები, დაისვა  საინტერესო შეკითხვები, რამაც ლექცია უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.