ღია  კარის დღე -“დაბალი სიხშირის  ელექტროსტიმულაციის  (IVES)   გამოყენება ფუნქციური მოძრაობის  აღდგენაში”

ღია კარის დღე -“დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES) გამოყენება ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში”

2019 წლის 19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რიგით პირველი ღონისძიება, ღია  კარის  დღე -“დაბალი  სიხშირის  ელექტროსტიმულაციის (IVES )  გამოყენება ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში” .

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომელთა ინტერესის სფეროს ფიზიკური რეაბილიტაცია და ამ დარგში მიმდინარე  ინოვაციები  წარმოადგენს. ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ფიზიკური მედიცინის ძირითად ასპექტებზე, მის როლზე მედიცინაში, ფაკულტეტზე მიმდინარე  ინოვაციურ პროექტებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.

ღონისძიებაზე სტუმრები გაეცვნენ კუნთოვანი  ატროფიის, ტკივილისა და დამბლის  მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES) მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც აადვილებს რეაბილიტაციის პროცესს იმ დონის კუნთოვანი ძალის აღდგენამდე, როგორიც ესაჭიროება ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების შესასრულებლად.

IVES-ს გააჩნია 6 სხვადასხვა მკურნალობის რეჟიმი, რომელიც ერგება პაციენტთა

განსხვავებულ  მოთხოვნებს; მათ შორის, ერთ-ერთი დამატებითი  სენსორი,რომელიც გამოიყენება ქვედა კიდურის სამკურნალოდ და სიარულის მანერის დასარეგულირებლად.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცვნენ ფიზიკური თერაპიის ძირითად მეთოდებს:  ელექტრო-, მაგნიტო-, მექანო-, ვაკუუმ-, ლაზერო-, ულტრაბგერით თერაპიებს, ფონო-  და ელექტროფორეზს და სარეაბილიტაციო სამკურნალო ვარჯიშებს. 

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,Ipn"-ის სიახლე.

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,NewPost"-ის სიახლე