ღია კარის დღე - “ვალეოლოგია  ქართულ  რეალობაში“

ღია კარის დღე - “ვალეოლოგია ქართულ რეალობაში“

2019 წლის 21 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი- 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა ღია კარის დღე - “ვალეოლოგია ქართულ რეალობაში“. ღონისძიებას მასპინძლობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი და თსსუ-ის აფილირებული კლინიკა ,,ბაზი” (აღდგენითი თერაპიის ცენტრი).

საქართველოში ვალეოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა ღონისძიების სტუმრებს გააცვნო ვალეოლოგიის, როგორც ახალი პერსპექტიული დარგის არსი და მისი მნიშვნელობა. თსსუ-ის კლინიკის პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა  აღნიშნა, რომ დაავადებათა სამკურნალოდ ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი რესურსები, რაც ქვეყნების ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს. ხარჯების დაზოგვის და ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით იზრდება  ცხოვრების ჯანსაღი წესის, დაავადებათა რისკ-ფაქტორების ნაადრევი განსაზღვრისა და პრევენციული ღონისძიებების დანერგვის მნიშვნელობა. სწორედ ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ,,ვალეოლოგიის“, როგორც მედიცინის დარგის განვითარება.

,,ვალეოლოგია არ მოიცავს მხოლოდ მედიცინას და სამკურნალო პროცედურებს, ის წარმოადგენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპლექსურ მიდგომათა ერთობლიობას, რომელიც აერთიანებს ადამიანის ფიზიკურ, მორალურ და სულიერ ჯანმრთელობას. ვალეოლოგიის არსი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა”.-  განაცხადა პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა.

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,Ipn"-ის სიახლე.

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,Newposts" -ის სიახლე