თსსუ-ის თეატრალური დასის მორიგი წარმატება სტუდენტურ ფესტივალზე

თსსუ-ის თეატრალური დასის მორიგი წარმატება სტუდენტურ ფესტივალზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი ‘’ჰიგია’’ იმყოფებოდა გასტროლზე ბათუმში, სადაც  მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ ფესტივალზე - “დებიუტი“, 7 სხვა  თეატრალურ დასთან ერთად,  აქედან 5 საერთაშორისო სამოყვარულო თეატრი გახლდათ.

ფესტივალზე თეატრმა ‘’ჰიგიამ’’ წარადგინა სპექტაკლი -„სიკვდილი ღრუბლებში“, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა, რაზეც ფესტივალის დახურვაზე აღებული პრიზები მეტყველებს.  

ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და ქალის და მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, ჰიგიას წევრებმა 4 პრიზი მოიპოვეს. ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი აიღო მედიცინის მეოთხე კურსის სტუდენტმა - ნინო ებიტაშვილმა . დახურვის ცერემონიაზე ჟიურის მხრიდან ერთხმად  საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა - „სიკვდილი ღრუბლებში“.