თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ოთარ ვადაჭკორიამ სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა

თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ოთარ ვადაჭკორიამ სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა

2022 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ოთარ ვადაჭკორიამ, რომელიც ცხოვრობს და კლინიკურ საქმიანობას გერმანიაში, მიუნჰენში ეწევა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეცხრე და მეათე სემესტრის სტუდენტებისთვის  ჩაატარა ლექცია თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ორთოპედიულ სტომატოლოგიაში: დაავადებათა მართვის კონცეფცია,  კლინიკური შემთხვევების განხილვა და ანალიზი“ (I და II ნაწილი). ლექციას, გარდა სტუდენტებისა, ესწრებოდნენ რეზიდენტები, ექიმები და თსსუ-ის აკადემიური პერსონალი.

„მინდოდა, სტუდენტებისთვის მეჩვენებინა განსხვავება აქამდე არსებულ კონსერვატიულ, აპრობირებულ მეთოდსა და ციფრულ ტექნოლოგიებს შორის.

დღეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარება სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია. 

ვფიქრობ, ლექციამ წარმატებით ჩაიარა, ვინაიდან ინტერესი მაღალი იყო, სტუდენტებმა ძალიან საინტერესო შეკითხვები დასვეს.  

ბედნიერი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად ვარ არჩეული და მაქვს პატივი,  საზოგადოებას გავუზიარო ჩემი გამოცდილება. ვიმედოვნებ, მომავალში კვლავ მექნება საშუალება, ჩავატარო ლექციები“, - განაცხადა პროფესორმა ოთარ ვადაჭკორიამ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 აპრილს, 7 და 14 მაისს თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა ოთარ ვადაჭკორიამ სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციათა ციკლი (ონლაინ რეჟიმში) ენდოდონტიაშიც ჩაატარა.