თსსუ-ში  საფორტეპიანო მუსიკის საღამო კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა

თსსუ-ში საფორტეპიანო მუსიკის საღამო კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა

 7 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში,  თსსუ-ის კულტურის ცენტრისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტის - მიშიკო დუმბაძის საფორტეპიანო მუსიკის საღამო,  რომელსაც კულტურის ცენტრის საფორტეპიანო კლასის ხელმძღვანელი, ბატონი  გოდერძი ჩიტაიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

კონცერტი მიეძღვნა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას. მიშიკო დუმბაძემ შეასრულა: ყანჩელის, ბეთჰოვენის, შოპენის, სკრიაბინის, ბრამსისა და მენდელსონის ნაწარმოებები.