თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სპორტული ფესტივალის  ფარგლებში, გაიმართა ტურნირი ფეხბურთში

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სპორტული ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ტურნირი ფეხბურთში

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სპორტული ფესტივალის - "Ludus-ის ” ფარგლებში, გაიმართა ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები.

ტურნირის ფარგლებში გამოვლინდა სამი საუკეთესო გუნდი: "Alfaisaly", "ლომები", "Brazzers69". საუკეთესო მეკარედ დასახელდა -  თორნიკე ფუტკარაძე, ტურნირის ბომბარდირი კი, გახდა გეგი ბაქრაძე.

პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე - რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ და ყოფილმა ოლიმპიურმა სპორტსმენმა გელა კეტაშვილმა.

ფინალსა და დაჯილდოვების პროცესს ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.