თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი შეფასებებით ჩარიცხული მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: სოფიო ივანიძე და მარიამ ჯიშკარიანი დააჯილდოვა. 

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მასში მონაწილეობა თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

წარმატებულ სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი კვლავ გააგრძელებს თითოეული სასწავლებლიდან სამი ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტის სემესტრულ დაფინანსებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სოფიო ივანიძეს და  მარიამ ჯიშკარიანს ამ დიდ წარმატებას.