თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, დრექსელ ჯულიუს ჯაკობი თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტში იმყოფებოდა.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ინსბრუკის უნივერსიტეტის სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, კლინიკაში მიეღო სამედიცინო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები.

“სტუდენტი ეცნობა პედიატრიიის მნიშვნელოვან ასპექტებს. ის მაქსიმალურად არის ჩართული პაციენტებთან მუშაობაში. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, ნახოს ყველაფერი, რაც მისი სამედიცინო პრაქტიკისთვის არის მნიშვნელოვანი”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი დრექსელ ჯულიუს ჯაკობი ამბობს, რომ პედიატრიის დეპარტამენტში ყოველდღიურმა საქმიანობამ მას დიდი გამოცდილება შესძინა. 

„ამჟამად ვიმყოფები ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. ეს ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა. ექიმებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავ პაციენტების ისტორიებს. ბევრ საინტერესო სამედიცინო შემთხვევასთან მაქვს შეხება, რაც დიდ გამოცდილებას მძენს. აქ მართლაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ყოველი კვირა სხვადასხვა კლინიკურ დეპარტამენტში ვარ. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება მომავალი ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დრექსელ ჯულიუს ჯაკობმა.