თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ჩესტერის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ჩესტერის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: ერასმუს + ინსტიტუციური კოორდინატორის ნინო კანდელაკის, რექტორის აპარატის უფროსის ირინა კაპეტივაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის თინათინ კილასონიას, სამედიცინო განათლების კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სალომე ვორონოვის შემადგენლობით, 2019 წლის 3–7 ივნისის ჩათვლით ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში მიწვეული იყვნენ ჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ: ჩესტერის უნივერსიტეტის ვიცე კანცლერს აკადემიური, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტებთან ურთიერთობების საკითხებში, დოქტორ კრის ჰასლამს, ვიცე-კანცლერს მეცნიერების საკითხებში, პროფესორ ნიკ ავისს, ჩესტერის უნივრსიტეტის სამედიცინო სკოლის დირექტორს პროფესორ ჯონ უილიამსს,  მედიცინის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ტერი ვარდელს, საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ჯონათან ფრითჩარდს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს სტეფანია ბლაითს.

დელეგაციის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები  ჩესტერის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წინაშე, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დელეგაციის წევრები მიწვეული იყვნენ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში „Merriss House“, ასევე მონიტორინგის მიზნით შევხვდნენ თსსუ–ის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის რეზიდენტს თამარ ჟღენტს.

ვიზიტის ფარგლებში  დაიგეგმა ჩესტერის უნივრსიტეტის სამედიცინო სკოლის დირექტორის პროფესორ ჯონ უილიამსისა და საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ჯონათან ფრითჩარდის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროექტის წარმატებით გაგრძელებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.