თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე -

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე -

2019 წლის 27-29 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა  მიიღეს მონაწილეობა ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის - "ჯეოანესთეზია" მუშაობაში.

კონფერენცია ჩატარდა აჭარის მთავრობის პატრონაჟით და ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ; საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები, საუნივერსიტეტო კლინიკების ექიმები. 

კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის, რუმინეთის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლეონარდ აზამფირეი, რომელიც აგრეთვე მოწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2019–2020 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.  

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის, დაიგეგმა მოდულები რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის, უცხოელმა კოლეგებმა ჩაატარეს ვორქშოპები.