თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კილის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კილის უნივერსიტეტში

2023 წლის 6-11 თებერვალს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის - KA107 ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) იმყოფებოდა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:  ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე; გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი  ლია ძიძიგური; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია; ERASMUS+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი; აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე სალომე  ვორონოვი; შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი  და ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სოფიო გოქაძე.   

კილის უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი, საექთნო და სამეანო საქმის სკოლის პროფესორი ჯუნ კილინგი (Prof. June Keeling, School of Nursing and Midwifery); საექთნო და სამეანო საქმის სკოლის დირექტორი, პროფესორი ჯული გრინი (Prof. Julie Green, Head of School of Nursing and Midwifery); საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი ემა პირსი (Emma Pearce, Head of Global Opportunities);  ვიცე-კანცლერი და პროვოსტი, პროფესორი მარკ ორმეროდი (Prof. Mark Ormerod, Deputy Vice Chancellor and Provost); ვიცე-კანცლერი განათლების დარგში, პროფესორი კრისტიან სპელმან მილერი (Prof. Kristyan Spelman Miller); პროფესორები: პაულინ ვოლში  (Prof.Pauline Walsh), აივან მაკგლენი (Ivan McGlen) და სუზან ჯექსონი (Susan Jackson); სამედიცინო და საექთნო განათლების, პაციენტთა უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი იდა ბენტლეი (Ida Bentley); პოსტდიპლომური  საექთნო  პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ვენდი ვისონი (Prof. Wendy Wesson); სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ალისონ პულერი (Prof Alison Pooler); ჰარვარდის უნივერსიტეტის და კილის უნივერსიტეტის მცენარეთა ეკოლოგიის ემერიტუს-პროფესორი პიტერ ტომასი (Prof. Peter Thomas);  დიპლომამდელი საექთნო და სამეანო პროგრამების დირექტორი, პროფესორი კლერ კორნეს-პარმი (Prof. Clare Corness-Parr, Director of Undergraduate Programmes, School of Nursing and Midwifery); ანატომიის და ტექნიკური სერვისების მენეჯერი (მედიცინის და ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტი), პროფესორი პოლ კლევსი (Paul Clews, Anatomy & Technical Services Manager, Faculty of Medicine and Health Sciences); კილის სამედიცინო სკოლის დირექტორი, ჯანდაცვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი, პროფესორი ქრისტიან მალენი  (Prof. Christian Mallen, Director & Senior Investigator for National Institute for Health and Care Research); გლობალური ჯანდაცვის და კეთილდღეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ტომ შეფარდი  (Prof. Tom Shephard, Senior Lecturer in Global Health, Deputy Director Institute for Global Health and Wellbeing); საექთნო საქმის პროგრამის ლექტორი სალი ფილიმორი (Sally Phylllimore, Lecturer of Adult Nusing); საექთნო და სამეანო სკოლის პოსტდიპლომური სწავლების ხელმძღვანელი, პროფესორი ჯეინ ჯერვისი  (Prof Jane Jervis Postgraduate Lead of Nursing and Midwifery); კლინიკური ფარმაციის და ბიოინჟინერიის ლექტორი რებეკა ვენაბლესი (Dr Rebecca Venables Senior Lecturer in Clinical Pharmacy,School of Pharmacy and Bioengineering), პროფესორი ელისონ კუპერი (Alison Cooper); კილის პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის პრეზიდენტი აბდელრაჰმან რაისი  (Abdelrhman Rayis K.P.A. President).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა დეტალურად გაცნობოდა საუნივერსიტეტო კლინიკების, კერძოდ კი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის, ონკოლოგიის ცენტრის, კრიტიკული მედიცინის ცენტრის, მწვავე ინსულტის ცენტრის, უძლურ მოხუცთა მდგომარეობის შეფასების დეპარტამენტის (Frail Elderly Assessment Unit) მუშაობას.

თსსუ-ის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ვიზიტი სიმულაციური სწავლების ცენტრში, სადაც ისინი გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას  და  დაესწრნენ მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის PBL (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) სესიებს.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა - ვიცე რექტორმა, პროფესორმა  ხათუნა თოდაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, პროფესორმა ლელა მასხულიამ და ERASMUS+ პროგრამების კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა კილის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის მოხსენება-პრეზენტაციები წარადგინეს. მოხსენებებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

თსსუ-ის წარმომადგენლებმა ბრიტანელ კოლეგებთან ერთად განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრებზე, ასევე, დაიგეგმა კილის უნივერსიტეტის პროფესორების საპასუხო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.