თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება სამედიცინო დიპლომისშემდგომი განათლების მაძიებელთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება სამედიცინო დიპლომისშემდგომი განათლების მაძიებელთა საყურადღებოდ!

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2019 წლის საშემოდგომო  სესიის  შეუფერხებელი ჩატარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა დააფინანსოს  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ 2019 წლის ბოლომდე ჩასატარებელი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებსა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობისათვის დადგენილი საფასურის 50%, გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა მონაწილისათვის,  (მიუხედავად იმისა, საფასური გადახდილია თუ არა).