თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ,,ანკალაგონი“ სატელევიზიო შოუს ,,წიგნების თარო“ გამარჯვებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ,,ანკალაგონი“ სატელევიზიო შოუს ,,წიგნების თარო“ გამარჯვებულია

2021  წლის 4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს „წიგნების  თარო“ საფინალო გადაცემაში  გამარჯვება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ,,ანკალაგონი“- ონისე ხუციშვილის, ლადი სამადაშვილის და ეთუნა კაცაძის შემადგენლობით. გუნდი გადაცემის VI სტუდენტური სეზონის ჩემპიონის  ტიტულის მფლობელი  გახდა.

გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი გაემგზავრება კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში.

შოუ, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს, ოლიმპიური სისტემით ერთი სატელევიზიო სეზონი გრძელდება. თამაში 3 ეტაპისგან შედგება,  გამარჯვებული კი ის გუნდი ხდება,  რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს გუნდის მთელ შემადგენლობას ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!

ფინალური შოუ იხილეთ აქ