თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალისტია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალისტია

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.

თსსუ-ის გუნდმა (მწვრთნელები: ლაშა ელბაქიძე და ზურა მაისურაძე) ნახევარფინალური სერიის ორივე მატჩი მოუგო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდს და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი მეტოქეს ელოდება, რომელიც "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. 

ფინალური სერია 30 მარტს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის საკალათბურთო გუნდს ამ წარმატებას და ფინალურ სერიაში გამარჯვებას უსურვებს.