თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორმა ლექციები და საჩვენებლი ოპერაციები ჩაატარა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორმა ლექციები და საჩვენებლი ოპერაციები ჩაატარა

2021 წლის 1 - 4  დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვადიმ კაპულერი იმყოფებოდა.

პროფესორმა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში სტუდენტების, რეზიდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ლექციები წაიკითხა. გარდა ამისა მან პაციენტებისთვის კონსულტაციები გამართა და 8 საჩვენებელი ოპერაცია ჩაატარა.