თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი ბოლონიაში (იტალია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი ბოლონიაში (იტალია)

2019 წლის 9-11 მაისს, ბოლონიაში (იტალია)  ადჰეზიური სტომატოლოგიის საერთაშორისო აკადემიისა და იტალიის ოდონტოლოგიისა და კონსერვატიული სტომატოლოგიის აკადემიის ერთობლივი კონგრესი - „კბილთა ცვეთა - სტომატოლოგიის პრობლემა და მისი გადაჭრის ადჰეზიური გზა“  გაიმართა, რომელსაც თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე ესწრებოდა. 

პროფესორი მარინა  მამალაძე  კონგრესზე წარსდგა მოხსენებით -  „კბილთა ფესვის არხების ობტურაციის ხარისხის შეფასება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით“.

კონგრესის ფარგლებში გაშუქდა ესთეტიკური სტომატოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხი, პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციებით კბილთა ანატომიისა და ფუნქციის რეაბილიტაცია მათი ცვეთის პირობები. 

„კონგრესის მონაწილეებს უნიკალური საშუალება მოგვეცა, უშუალო კომუნიკაცია დაგვემყარებინა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გვემსჯელა ესთეტიკური სტომატოლოგიის კორიფეებთან:  პროფესორებთან  ჟან-ფრანსუა რულე, ლორენცო ვანინი, ფრანჩესკა ვაილატი და სხვები. შთამბეჭდავი იყო კბილთა პროგრესული ცვეთისას რეაბილიტაციის გზების მათ მიერ შემოთავაზებული ხედვები და პრობლემათა გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური გზები. სწორედ ამიტომ, საინტერესო და დიდად საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის კონგრესზე ჩვენი უნივერსიტეტის სახელით წარდგომა და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხედვის გაზიარება“. -  აღნიშნა პროფესორმა მარინა მამალაძემ.

აღსანიშნავია ის, რომ მოხსენებათა თეზისები საერთაშორისო პერიოდულ გამოცემაში  -  Journal of Adhesive Dentistry გამოქვეყნდება.