თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

 19 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური  პროცესი  მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:

- კოვიდ - კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში  19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას  დისტანციურ რეჟიმში;

- სალექციო კურსების   და  უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში;

- ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური  რეგულაციების   დაცვით.

 იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, მოგახსენებთ შემდეგს:

სტუდენტის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი, ხელმოწერილი პერსონალური განცხადება აკადემიურ პროცესში დისტანციურად ჩართვის სურვილის შესახებ  (დასკანერებული ან ფოტო-ფაილის სახით)  მიიღება 2020 წლის 21 ოქტომბრის 17 საათამდე ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ  მისამართებზე: 

მედიცინის ფაკულტეტი:

r.rukhadze@tsmu.edu

i.gvritishvili@tsmu.edu

k.ebralidze@tsmu.edu

სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

dentaldean@tsmu.edu

n.kipiani@tsmu.edu

ფარმაციის ფაკულტეტი:

a.bozhadze@tsmu.edu

t.chikviladze@tsmu.edu 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:

marina.tsimakuridze@tsmu.edu

n.khunashvili@tsmu.edu

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტი:

l.maskhulia@tsmu.edu

m.jgarkava@tsmu.edu